Browsed by
Category: Uncategorized

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

2018 წელს ჩრდილოეთ ერაყში ვიზიტის და ლალიშის ტაძრის მოლოცვის შემდეგ (იხ. პოსტი “თბილისიდან ლალიშამდე”), ჩვენი მეგობრობა ეზიდებთან უფრო მეტად გამყარდა. ამ ვიზიტმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ქრისტიანებსა და ეზიდებს შორის ურთიერთობებზე, მეგობართა წრე გაფართოვდა და მას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანები და ეზიდები შემოუერთდნენ. 2019 წლის მარტის ბოლოს, გერმანიის ქ. ოლდენბურგში ეზიდთა ფორუმი გაიმართა, რომელიც ეზიდთა სათემო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი ფირბარისთან და სამეურნეო საბჭოს წევრ ბ-ნ ალიხან ბაბაევთან ერთად, ფორუმში…

Read More Read More

ქაშანური ხალიჩები

ქაშანური ხალიჩები

2019 წლის ქრისტეშობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიტურგიული ჯგუფის წევრებთან ერთად მშვიდობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასაგეგმად შევიკრიბეთ. 23 დეკემბერს მე და ნათელას ყვარელში მოგვიწია გამგზავრება. ყვარელში კი ჩავედით, მაგრამ მომდევნო დღეს თბილისამდე ძლივს ჩამოვაღწიეთ. გზაში ავტომობილის მართვა ძალიან გამიჭირდა. სახლში რომ მოვედით, ორივეს 39 გრადუსი სიცხე გვქონდა… ვერც საშობაო ღვთისმსახურებას დავესწარით და ახალმა წელმაც ტრადიციული სამზადისის გარეშე ჩაიარა ჩვენს ოჯახში. იმ დღეებში მაღალი სიცხეების გარდა, სხვა პრობლემა და საფიქრალიც მქონდა. 4 იანვარს მეუფე მალხაზთან ერთად ირანში მიწევდა წასვლა და ვშიშობდი,…

Read More Read More

აღმოსავლური ზღაპარი

აღმოსავლური ზღაპარი

ამჯერად, ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტის შთაბეჭდილებები უნდა გაგიზიაროთ. მხედველობაში მაქვს ინტერრელიგიური ჯგუფის პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და ერაყში, რომლის დროსაც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რეალური ცხოვრებიდან ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. სწორედ ამიტომ, პოსტს “აღმოსავლური ზღაპარი” დავარქვი. გარდა იმისა, რომ მრავალი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი ვნახე და საინტერესო ადამიანები გავიცანი, ეს ვიზიტი ისლამური (შიიტური) სამყაროს მიმართ სტერეოტიპების დანგრევაში დამეხმარა. ყველაფერი ასე დაიწყო: 2013 წლის 20 აგვისტოს “ბეთელში” (ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სოციალური ცენტრი), ირანელი აიათოლების დელეგაცია გვესტუმრა. მანამდე მათ საპატრიარქოში…

Read More Read More

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

როცა გავიგე, თურქეთში ქ. ბურსას მერის, ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს მიწვევით მივემგზავრებოდი, ყვარელში ბურსელების სტუმრობის ამბავი გამახსენდა, რომლებიც 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეზე ჩამოვიდნენ. ყვარელი ზღვა ხალხით იყო სავსე. ბურსა თურქებსაც ჰქონიათო – ხუმრობდნენ ყვარლელები (მდინარე ბურსა ყვარელს აღმოსავლეთით ჩამოუდის). განსაკუთრებული ემოციებით, ერთი ჩვენებური, ბ-ნი ვახტანგ მალაყმაძე გამოირჩეოდა, რომლის წინაპრებიც ბურსაში აჭარიდან ჩასულან. ყველას გულთბილად ესალმებოდა და გულში იკრავდა. საქართველოს სიყვარულით შვილებისთვის “ვეფხვისტყაოსნის” პერსონაჟების სახელები – ავთანდილი, ტარიელი და თინათინი დაურქმევია. ბურსელების სტუმრობის ამბავს დიდხანს იხსენებდნენ ყვარლელები. რამდენიმე…

Read More Read More