Browsed by
Category: წმინდა მიწა

წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

დილაუთენია ელზამ და მიხაელმა საუზმე გამზადებული დაგვახვედრეს. პილიგრიმები ყოველ დილით მრავალფეროვან საუზმეს შევექცეოდით, თუმცა, ტოსტერში გახუხულ პიტა-პურში ჩადებულ პომიდვრიან ყველს და ზედ გადასმულ ჰუმუსს (მუხუდოს პასტა) არაფერი ჯობდა. საუზმის შემდეგ სუნელების ქუჩით კვლავ დამასკოს კარიბჭესთან გავედით. ღალები ადრე მოსულა და ილოდებოდა. მოსალმების შემდეგ საუზმეზე გვკითხა. ვუთხარით, რომ ნასაუზმები ვიყავით. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსი გზის პირას მიაჩერა და მაღაზიიდან ცხელ-ცხელი პურები ზატართან (ხმელი სუნელის ნაირსახეობა, რომელიც აღმოსავლურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება) ერთად გამოიტანა. სურნელოვან პურზე უარი ვეღარ ვთქვით. იერუსალიმს გავცდით და გეზი ნაზარეთისკენ…

Read More Read More

წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

იუდას (ებრ. იეჰუდა) უდაბნოს მოსალოცად საგანგებოდ მოვემზადეთ და დილაუთენია დამასკოს კარიბჭისკენ გავემართეთ. ვიწრო ქუჩა, რომელიც ვია დოლოროზას მე-7 სადგურიდან, დამასკოს კარიბჭემდე მიდის, თითქმის ცარიელი იყო და მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ძლიერი ექოს გამო ხმადაბლა ვლაპარაკობდით, რომ მუსლიმი ოჯახებისთვის ძილი არ დაგვეფრთხო. ამ ქუჩაზე ცნობილი სუნელების მაღაზია მდებარეობს. დაკეტილი იყო, მაგრამ ახლო-მახლო მაინც გამაბრუებელი სურნელი იდგა. რამდენიმე წუთში ჩვენი მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომელიც ორი დღით ადრე ტურისტულ სააგენტოში შევუკვეთეთ. მძღოლი მკვირცხლად ჩამოხტა მიკროავტობუსიდან და გაგვეცნო – ღალები მქვიაო. მამა პალესტინელი არაბი,…

Read More Read More