ბლოგის შესახებ

ბლოგის შესახებ

2013 წლიდან დღემდე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელში, ირანსა და ერაყში ვიმოგზაურე. მოგზაურობის მთავარ მიზანს, ინტერრელიგური და ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. ჩემთვის, როგორც ქრისტიანი ღვთისმსახურისთვის, მეტად საინტერესო იყო იუდაური, ისლამური და ეზიდური ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნახვა და სიწმინდეების მოლოცვა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ქვეყნებში მეგობრები შევიძინე, რომლებიც რელიგიის სახელით მშვიდობას და სიკეთეს ემსახურებიან.

მოგზაურობების დროს ფოტოსურათებს ვიღებდი და ელექტრონულ ჩანაწერებს ვაკეთებდი, რასაც სიამოვნებით გიზიარებთ და იმედი მაქვს ინტერესით გაეცნობით.

ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია