ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

2018 წელს ჩრდილოეთ ერაყში ვიზიტის და ლალიშის ტაძრის მოლოცვის შემდეგ (იხ. პოსტი “თბილისიდან ლალიშამდე”), ჩვენი მეგობრობა ეზიდებთან უფრო მეტად გამყარდა. ამ ვიზიტმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ქრისტიანებსა და ეზიდებს შორის ურთიერთობებზე. მეგობართა წრე გაფართოვდა და მას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანები და ეზიდები შემოუერთდნენ. 2019 წლის მარტის ბოლოს, გერმანიის ქ. ოლდენბურგში ეზიდთა ფორუმი გაიმართა, რომელიც ეზიდთა სათემო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი ფირბარისთან და სამეურნეო საბჭოს წევრ ბ-ნ ალიხან ბაბაევთან ერთად, ფორუმში…

Read More Read More

ქაშანური ხალიჩები

ქაშანური ხალიჩები

2019 წლის ქრისტეშობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიტურგიული ჯგუფის წევრებთან ერთად მშვიდობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასაგეგმად შევიკრიბეთ. 23 დეკემბერს მე და ნათელას ყვარელში მოგვიწია გამგზავრება. ყვარელში კი ჩავედით, მაგრამ მომდევნო დღეს თბილისამდე ძლივს ჩამოვაღწიეთ. გზაში ავტომობილის მართვა ძალიან გამიჭირდა. სახლში რომ მოვედით, ორივეს 39 გრადუსი სიცხე გვქონდა… ვერც საშობაო ღვთისმსახურებას დავესწარით და ახალმა წელმაც ტრადიციული სამზადისის გარეშე ჩაიარა ჩვენს ოჯახში. იმ დღეებში მაღალი სიცხეების გარდა, სხვა პრობლემა და საფიქრალიც მქონდა. 4 იანვარს მეუფე მალხაზთან ერთად ირანში მიწევდა წასვლა და ვშიშობდი,…

Read More Read More

აღმოსავლური ზღაპარი

აღმოსავლური ზღაპარი

ამჯერად, ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტის შთაბეჭდილებები უნდა გაგიზიაროთ. მხედველობაში მაქვს ინტერრელიგიური ჯგუფის პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და ერაყში, რომლის დროსაც ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რეალური ცხოვრებიდან ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. სწორედ ამიტომ, პოსტს “აღმოსავლური ზღაპარი” დავარქვი. გარდა იმისა, რომ მრავალი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი ვნახე და საინტერესო ადამიანები გავიცანი, ეს ვიზიტი ისლამური (შიიტური) სამყაროს მიმართ სტერეოტიპების დანგრევაში დამეხმარა. ყველაფერი ასე დაიწყო: 2013 წლის 20 აგვისტოს “ბეთელში” (ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სოციალური ცენტრი), ირანელი აიათოლების დელეგაცია გვესტუმრა. მანამდე მათ საპატრიარქოში…

Read More Read More

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

როცა გავიგე, თურქეთში ქ. ბურსას მერის, ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს მიწვევით მივემგზავრებოდი, ყვარელში ბურსელების სტუმრობის ამბავი გამახსენდა, რომლებიც 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეზე ჩამოვიდნენ. ყვარელი ზღვა ხალხით იყო სავსე. ბურსა თურქებსაც ჰქონიათო – ხუმრობდნენ ყვარლელები (მდინარე ბურსა ყვარელს აღმოსავლეთით ჩამოუდის). განსაკუთრებული ემოციებით, ერთი ჩვენებური, ბ-ნი ვახტანგ მალაყმაძე გამოირჩეოდა, რომლის წინაპრებიც ბურსაში აჭარიდან ჩასულან. ყველას გულთბილად ესალმებოდა და გულში იკრავდა. საქართველოს სიყვარულით შვილებისთვის “ვეფხვისტყაოსნის” პერსონაჟების სახელები – ავთანდილი, ტარიელი და თინათინი დაურქმევია. ბურსელების სტუმრობის ამბავს დიდხანს იხსენებდნენ ყვარლელები. რამდენიმე…

Read More Read More

წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

წმინდა მიწა (III ნაწილი) – გალილეა

დილაუთენია ელზამ და მიხაელმა საუზმე გამზადებული დაგვახვედრეს. პილიგრიმები ყოველ დილით მრავალფეროვან საუზმეს შევექცეოდით, თუმცა, ტოსტერში გახუხულ პიტა-პურში ჩადებულ პომიდვრიან ყველს და ზედ გადასმულ ჰუმუსს (მუხუდოს პასტა) არაფერი ჯობდა. საუზმის შემდეგ სუნელების ქუჩით კვლავ დამასკოს კარიბჭესთან გავედით. ღალები ადრე მოსულა და ილოდებოდა. მოსალმების შემდეგ საუზმეზე გვკითხა. ვუთხარით, რომ ნასაუზმები ვიყავით. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსი გზის პირას მიაჩერა და მაღაზიიდან ცხელ-ცხელი პურები ზატართან (ხმელი სუნელის ნაირსახეობა, რომელიც აღმოსავლურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება) ერთად გამოიტანა. სურნელოვან პურზე უარი ვეღარ ვთქვით. იერუსალიმს გავცდით და გეზი ნაზარეთისკენ…

Read More Read More

წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

წმინდა მიწა (II ნაწილი) – იუდას უდაბნო

იუდას (ებრ. იეჰუდა) უდაბნოს მოსალოცად საგანგებოდ მოვემზადეთ და დილაუთენია დამასკოს კარიბჭისკენ გავემართეთ. ვიწრო ქუჩა, რომელიც ვია დოლოროზას მე-7 სადგურიდან დამასკოს კარიბჭემდე მიდის, თითქმის ცარიელი იყო და მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ძლიერი ექოს გამო ხმადაბლა ვლაპარაკობდით, რომ მუსლიმი ოჯახებისთვის ძილი არ დაგვეფრთხო. ამ ქუჩაზე ცნობილი სუნელების მაღაზია მდებარეობს. დაკეტილი იყო, მაგრამ ახლო-მახლო მაინც გამაბრუებელი სურნელი იდგა. რამდენიმე წუთში ჩვენი მიკროავტობუსიც გამოჩნდა, რომელიც ორი დღით ადრე ტურისტულ სააგენტოში შევუკვეთეთ. მძღოლი მკვირცხლად ჩამოხტა მიკროავტობუსიდან და გაგვეცნო – ღალები მქვიაო. მამა პალესტინელი არაბი,…

Read More Read More

წმინდა მიწა (I ნაწილი) – იერუსალიმი

წმინდა მიწა (I ნაწილი) – იერუსალიმი

2015 წლის სექტემბერში, უჩვეულო ღვთისმსახურება გადავიხადეთ მშვიდობის საკათედრო ტაძარში. შოფარის (ცხვრის რქის საკრავი) ჩაბერვით და თაფლში ამოვლებული ვაშლებით, ებრაული ახალი წელი – როშ ჰაშანა – ვიზეიმეთ. ახალგაზრდებმა ებრაული ცეკვა შეასრულეს და მრევლთან ერთად საცეკვაოდ ეპისკოპოსებიც გამოიწვიეს. მეუფე მახლაზი და მეუფე რუსუდანი ფერხულში ჩაებნენ. ორივენი მოხდენილად ცეკვავენ. ჩემი მონაწილეობა კი მხოლოდ ტაშის დაკვრით შემოიფარგლა, რადგან ცეკვა არ მეხერხება და მირჩევნია ჩემთვის წყნარად ვიჯდე, ვიდრე ხელ-ფეხი სასაცილოდ ვიქნიო:-) კათედრალიდან ეპისკოპოსები მეუღლეებთან ერთად მდინარე მტკვარზე გავედით და ებრაული ლოცვის წაკითხვის შემდეგ წყალს პურის…

Read More Read More

შეიხა და დერვიშები

შეიხა და დერვიშები

2018 წლის თებერვალში, ეპისკოპოსების შეხვედრაზე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა გვითხრა, რომ მშვიდობის საკათედრო ტაძარში მუსლიმი შეიხა აპირებდა სტუმრობას. კაცი შეიხი გამიგია, მაგრამ ქალი შეიხი? ერიჰა, ისლამშიც ყველაფერი თავდაყირა დაუყენებიათ და ეგ არის! – გავიხუმრე და მეუფეს ვთხოვე, ვიზიტის დეტალებზე უფრო ვრცლად ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, თურქეთის მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ართირანი თარჯიმანთან, დერვიშ (სპარს. “მოხეტიალე”, “უპოვარი”. ასე იწოდებიან სუფიური ასკეტური ორდენის წევრები) სელჩუკ ჯანთან ერთად, მშვიდობის საკათედრო ტაძარში გვესტუმრა. ღვთისმსახურების წიაღში შეიხამ შესანიშნავი ქადაგება თქვა და მრევლი შთამბეჭდავად დალოცა….

Read More Read More

თბილისიდან ლალიშამდე

თბილისიდან ლალიშამდე

ქორწილში დოლის ბრაგუნი, ზურნის ჭყვიტინი, მხიარული ფერხული და ფერადი ნაჭრეების ფრიალი – წლების განმავლობაში ეზიდების შესახებ მხოლოდ ეს ვიცოდი. საუკუნეზე მეტია, რაც მათი წინაპრები საქართველოში დასახლდნენ და ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა ვიცით მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ეთნოსის (ზოგი მათ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ სუბეთნოსად მოიაზრებს, რომლის განმასხვავებელ ნიშანსაც რელიგია წარმოადგენს) ისტორიის, რელიგიის და კულტურის შესახებ, რომელიც სათავეს შუამდინარეთიდან იღებს. 2018 წლის ნოემბერში მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი…

Read More Read More