Browsed by
Tag: იზნიქი

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი თურქეთში

როცა გავიგე, თურქეთში ქ. ბურსას მერის, ბ-ნ რეჯეფ ალთეფეს მიწვევით მივემგზავრებოდი, ყვარელში ბურსელების სტუმრობის ამბავი გამახსენდა, რომლებიც 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეზე ჩამოვიდნენ. ყვარელი ზღვა ხალხით იყო სავსე. ბურსა თურქებსაც ჰქონიათო – ხუმრობდნენ ყვარლელები (მდინარე ბურსა ყვარელს აღმოსავლეთით ჩამოუდის). განსაკუთრებული ემოციებით, ერთი ჩვენებური, ბ-ნი ვახტანგ მალაყმაძე გამოირჩეოდა, რომლის წინაპრებიც ბურსაში აჭარიდან ჩასულან. ყველას გულთბილად ესალმებოდა და გულში იკრავდა. საქართველოს სიყვარულით შვილებისთვის “ვეფხვისტყაოსნის” პერსონაჟების სახელები – ავთანდილი, ტარიელი და თინათინი დაურქმევია. ბურსელების სტუმრობის ამბავს დიდხანს იხსენებდნენ ყვარლელები. რამდენიმე…

Read More Read More

შეიხა და დერვიშები

შეიხა და დერვიშები

2018 წლის თებერვალში, ეპისკოპოსების შეხვედრაზე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა გვითხრა, რომ მშვიდობის საკათედრო ტაძარში მუსლიმი შეიხა აპირებდა სტუმრობას. კაცი შეიხი გამიგია, მაგრამ ქალი შეიხი? ერიჰა, ისლამშიც ყველაფერი თავდაყირა დაუყენებიათ და ეგ არის! – გავიხუმრე და მეუფეს ვთხოვე, ვიზიტის დეტალებზე უფრო ვრცლად ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, თურქეთის მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ართირანი თარჯიმანთან, დერვიშ (სპარს. “მოხეტიალე”, “უპოვარი”. ასე იწოდებიან სუფიური ასკეტური ორდენის წევრები) სელჩუკ ჯანთან ერთად, მშვიდობის საკათედრო ტაძარში გვესტუმრა. ღვთისმსახურების წიაღში შეიხამ შესანიშნავი ქადაგება თქვა და მრევლი შთამბეჭდავად დალოცა….

Read More Read More