Browsed by
Tag: ეზიდები

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

ეზიდთა ფორუმი გერმანიაში

2018 წელს ჩრდილოეთ ერაყში ვიზიტის და ლალიშის ტაძრის მოლოცვის შემდეგ (იხ. პოსტი “თბილისიდან ლალიშამდე”), ჩვენი მეგობრობა ეზიდებთან უფრო მეტად გამყარდა. ამ ვიზიტმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ქრისტიანებსა და ეზიდებს შორის ურთიერთობებზე, მეგობართა წრე გაფართოვდა და მას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანები და ეზიდები შემოუერთდნენ. 2019 წლის მარტის ბოლოს, გერმანიის ქ. ოლდენბურგში ეზიდთა ფორუმი გაიმართა, რომელიც ეზიდთა სათემო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა. მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი ფირბარისთან და სამეურნეო საბჭოს წევრ ბ-ნ ალიხან ბაბაევთან ერთად, ფორუმში…

Read More Read More

თბილისიდან ლალიშამდე

თბილისიდან ლალიშამდე

ქორწილში დოლის ბრაგუნი, ზურნის ჭყვიტინი, მხიარული ფერხული და ფერადი ნაჭრეების ფრიალი – წლების განმავლობაში ეზიდების შესახებ მხოლოდ ეს ვიცოდი. საუკუნეზე მეტია, რაც მათი წინაპრები საქართველოში დასახლდნენ და ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტა ვიცით მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ეთნოსის (ზოგი მათ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ სუბეთნოსად მოიაზრებს, რომლის განმასხვავებელ ნიშანსაც რელიგია წარმოადგენს) ისტორიის, რელიგიის და კულტურის შესახებ, რომელიც სათავეს შუამდინარეთიდან იღებს. 2018 წლის ნოემბერში მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარ ფირ დიმიტრი…

Read More Read More