Browsed by
Tag: დერვიში

შეიხა და დერვიშები

შეიხა და დერვიშები

2018 წლის თებერვალში, ეპისკოპოსების შეხვედრაზე, მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა გვითხრა, რომ მშვიდობის საკათედრო ტაძარში მუსლიმი შეიხა აპირებდა სტუმრობას. კაცი შეიხი გამიგია, მაგრამ ქალი შეიხი? ერიჰა, ისლამშიც ყველაფერი თავდაყირა დაუყენებიათ და ეგ არის! – გავიხუმრე და მეუფეს ვთხოვე, ვიზიტის დეტალებზე უფრო ვრცლად ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, თურქეთის მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ართირანი თარჯიმანთან, დერვიშ (სპარს. “მოხეტიალე”, “უპოვარი”. ასე იწოდებიან სუფიური ასკეტური ორდენის წევრები) სელჩუკ ჯანთან ერთად, მშვიდობის საკათედრო ტაძარში გვესტუმრა. ღვთისმსახურების წიაღში შეიხამ შესანიშნავი ქადაგება თქვა და მრევლი შთამბეჭდავად დალოცა….

Read More Read More